ჭიკაიძე ალექსანდრე გივის ძე
ჭიკაიძე ალექსანდრე გივის ძე

ჭიკაიძე ალექსანდრე გივის ძე (6.VI.1985, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი დიპლომატიის სპეციალობით (2007). მუშაობდა თბილ. მთ. სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის და ვაკე-საბურთალოს რ-ნის სხვადასხვა განყ-ბაში (2008-2009).  დაინიშნა შსს-ს თბილ. მთ. სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელად (2009). დაწინაურდა და გახდა შსს-ს თბილ. მთ. სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი (2010-2011). მუშაობა განაგრძო შსს-ს თბილ. მთ. სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის განყ-ბის უფროსის თანამდებობაზე (2011-2012). მუშაობდა შსს-ს კახეთის სამხარეო მთ. სამმართველოს უფროსად (2012-2013). იყო შსს-ს თბილ. მთავარი სამმართველოს უფრ. (2013), შემდეგ კი საქართვ. შინაგან საქმეთა მინისტრი, პოლიციის პოლკ. (2013-2015).